ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს

ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა სწრაფად და მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს. ასევე, მარკ რუტეს თქმით, რაფაჰში განხორციელებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება.

მარკ რუტე დღეს ისრაელის ომის კაბინეტის წევრს, ბენი განცს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ შტაიეს შეხვდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს ისრაელში მარკ რუტეს მესამე ვიზიტია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს