ანონსი 13 თებერვალი

13 თებერვალს, 09:45 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდებიან.

მის: ჭავჭავაძის #64

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

13 თებერვალს, 11:00 საათზე, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხულოში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალი და უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა.

მის: ვ. გორგასალის 28

13 თებერვალს, 11:00 საათზე, „ლელოს" ოფისში ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ტრაგედიებად ქცეული სტიქიები და ხელისუფლების უმოქმედობა ბუნებრივი კატასტროფების რისკის სამართავად.

მის: „ლელოს“ ოფისი, (თბილისი ცენტრალი).

13 თებერვალის, 11:00 საათზე - საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქართველოში პარაპლანითა და სხვა მსგავსი საშუალებებით ფრენა აღდგა - რას ითხოვს კანონმდებლობა; უბედური შემთვევების მაჩვენებელი; რა არის სიხლე.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

13 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სტიქიური მოვლენები საქართველოს რეგიონებში. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 თებერვალს, 12:00 საათზე, განათლების დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართავს საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კომისიის პასუხისმგებლობის მოთხოვნით და მედიასთან განცხადებას გააკეთებს.

მის: გორგასლის ქუჩა N24

საკონტაქტო: დათო ფერაძე - 579 182 434

13 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პარტია „მოქალაქეები" ათასობით მოტყუებული პენსიონერის უფლებების აღსადგენად, „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

მის: ა კორპუსი, მესამე სართული

საკონტაქტო: 599303636

13 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, პოლიტიკური ჯგუფის ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შეხვედრა გაიმართება.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა