ბექა დავითულიანი - ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს, რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს თვითონ მოუწევს მოსკოვში წასვლა და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება

ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს, რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება , - ამის შესახებ საქართველოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ ვნახავთ აღნიშნული განცხადებების შემდეგ მამუკა ხაზარაძის „ფორდ-მუსტანგს“ დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო.

„რის იმედით ამბობენ, რომ უმრავლესობაში მოვლენ? - მამუკა ხაზარაძე რომ დაწერს, 36 კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლამდეო, ეს არის იმის საფუძველი, რომ იფიქრონ, თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ? - გაივლის ეს 36, თუ რამდენი კვირაც დარჩა, მე არ ვითვლი, მამუკა ხაზარაძე ითვლის თავის კრახამდე დარჩენილ კვირებს და საათებს და ვნახავთ, რომ ამ 36 კვირის მერე ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, იქ, სადაც, სურს რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და იმ „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება, ამას თუ გულისხმობს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ განცხადებების მერე მამუკა ხაზარაძის „ფორდ-მუსტანგს“ დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო. რის იმედად ამბობენ ამას, არ ვიცი, იმედია, რაღაც გამოკითხვას ატარებენ, რეალობა იციან, შეგუებულები არიან და თავის ამომრჩეველს ატყუებენ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე