დონალდ ტუსკი - ევროპაში ჩემზე უფრო პრო-უკრაინელი პოლიტიკოსის პოვნა ძნელია, მაგრამ პოლონეთისა და ევროპის სასურსათო უსაფრთხოების ინტერესები უნდა გვახსოვდეს

ევროპაში ჩემზე უფრო მეტად პრო-უკრაინელი პოლიტიკოსის პოვნა ძნელია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს სასურსათო უსაფრთხოების ინტერესები.

„ევროპაში ჩემზე უფრო მეტად პრო-უკრაინელი პოლიტიკოსის პოვნა და უფრო მეტად პრო-უკრაინელი ერის პოვნა, ვიდრე პოლონეთია, ძნელია, მაგრამ პოლონეთისა და ევროპის სასურსათო უსაფრთხოების ინტერესები უნდა გვახსოვდეს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პარიზში, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა საფრანგეთის პრეზიდენტთან პოლონელი და ფრანგი ფერმერების უსაფრთხოების შესახებ ისაუბროს.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელიც სავარაუდოდ, 30 დღე გაგრძელდება. „დოროგუსკის“ საგუშაგოსთან მომიტინგეებმა უკრაინული სატვირთო მანქანებიდან, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს, მარცვლეულის ნაწილი მიმოფანტეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება