ოლაფ შოლცი - თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ - ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ

უკრაინის მხარდასაჭერად არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. უკრიანის მხარდასაჭერად არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აქამდე გაცემული დაპირებები საკმარისი არ არის. მხოლოდ გერმანიის ძალისხმევა საკმარისი არ არის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიას ახლა ნატო-ს 2%-იანი მიზნის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის იმედი უნდა ჰქონდეს.

„ეს სასწრაფოდ საჭიროა. რადგან, რაც არ უნდა მკაცრი იყოს რეალობა: ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს