კარიმ ხანი - ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვითა და პოტენციური სახმელეთო შეჭრით ღრმად შეშფოთებული ვარ

ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვით ღრმად შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.

„ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვითა და პოტენციური სახმელეთო შეჭრით ღრმად შეშფოთებული ვარ“, - წერს კარიმ ხანი X-ზე.

ხანმა ღაზაში დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ღაზაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს და ყველა ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს“, - აღნიშნა კარიმ ხანმა.

ცნობისთვის, ისრაელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის და მის იურისდიქციას არ ცნობს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს