უკრაინაში, დაბომბვის გამო, ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა და მუშაობა შეწყვიტა

რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული დაბომბვის შედეგად კერძო ენერგეტიკული კომპანია DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერი უკრაინაში, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

DTEK-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად კომპანიის აღჭურვილობა სერიოზულად დაზიანდა და სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დაბომბვის შეწყვეტის შემდეგ ენერგეტიკოსებმა დაიწყეს შედეგების აღმოფხვრა და აღჭურვილობის მუშაობის აღდგენა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს