აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს.

აშშ-ის სენატში 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტმა, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისა მხარდაჭერას მოიცავს, რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა.

ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი. საჭირო 60-დან ხმიდან კანონპროექტის ტექსტის განხილვის დასრულებას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 33 წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე