შესყიდვების სააგენტომ 2023 წელს ე.წ. შავ სიაში კომპანიები, დაახლოებით, 425-ჯერ შეიყვანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2023 წლის განმავლობაში ე.წ. შავ სიაში კომპანიები, დაახლოებით, 425-ჯერ დაარეგისტრირა.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტომ ზოგიერთი კომპანია სხვადასხვა ტენდერის პირობის დარღვევის გამო ე.წ. შავ სიაში რამდენჯერმე შეიყვანა.

შავ სიაში დარეგისტრირების მიზეზად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება, ან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით

არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა სახელდება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მხოლოდ იანვარში ე.წ. შავ სიაში 16 კომპანია დარეგისტრირდა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, შავ სიაში შესული კომპანიები ახალ ტენდერებში მონაწილეობას ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ, იმ კომპანიების შემთხვევაში კი, რომელიც შავ სიაში რამდენჯერმე სხვადასხვა თარიღით დარეგისტრირდა, ათვლა უახლესი თარიღიდან დაიწყება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს