აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს.

„წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ დისკუსიების დასაწყისიდანვე ღიად აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი კანონპროექტი უნდა აღიარებდეს, რომ ეროვნული უსაფრთხოება ჩვენი საზღვრიდან იწყება“, - განაცხადა ჯონსონმა.

„გასულ კვირას, სენატი სწორად მოიქცა, როდესაც უკრაინა-ტაივანი-ღაზა-ისრაელი-საიმიგრაციო კანონპროექტი იმის გამო დაბლოკა, რომ იგი არასაკმარის სასაზღვრო დებულებებს მოიცავდა. ახლა, სენატისგან რაიმე სახის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებების არარსებობის გამო, წარმომადგენელთა პალატას ამ მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ნებით მუშაობა მოუწევს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის განხილვის დასრულებას დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე