მიხეილ სარჯველაძე - სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, მის ბოლოდროინდელ აქტივობას ეს მიზანი აქვს

ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, ეს მიზანი აქვს მის ბოლოდროინდელ აქტივობას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „იმდენად გაშიფრულია და ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ ეფექტი დაკარგული აქვს მის ყოველგვარ მონაწილეობას ოპოზიციურ ფლანგზე“.

„სალომე ზურაბიშვილი დე-ფაქტო, რეალურად, თავისი შინაარსობრივი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხანია აღარ არის პრეზიდენტი, რადგან ის თავის ფუნქციას ასრულებს სრულიად სხვა დანიშნულებით და აღარ გახლავთ იმ ფუნქციების განმახორციელებელი, რაც კონსტიტუციამ დააკისრა ამოცანის სახით საქართველოს პრეზიდენტს. ის უფრო მეტად მოტივირებულია პოლიტიკური აგიტაცია გასწიოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომელიც რადიკალური პარტიების სახით საქართველოს ოპოზიციაში გვხვდება. ამ მიზანს ისახავს, როგორც ჩანს, მისი ბოლოდროინდელი აქტივობა. ეს არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ გაცხადებული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი. კერძოდ, ე.წ. ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეის მხარდაჭერას ემსახურებოდა მისი საპარლამენტო გამოსვლაც, მანამდე გაკეთებული არაერთი განცხადებაც“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე