ჩინეთი ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს. „ჩინეთი რაფაჰში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს, იგი ეწინააღმდეგება და გმობს ქმედებებს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს აყენებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„რაფაჰში უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს და უდანაშაულო სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნავს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა.

„ჰამასის“ ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება