მიხეილ ყაველაშვილი - ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის - პროკურორი არავის „აციმბირებს“ და „ამოსკოვებს“, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას

ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს“ და „ამოსკოვებს“, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ყაველაშვილის შეფასებით, ხაზარაძეს პოლიტიკური რეპრესიები აქვს დაგეგმილი, რითაც არა მხოლოდ ჰგავს „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ნაცზე“ უარესი „ნაცი“ - „ნაცის ნაცია“.

„ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს“ და „ამოსკოვებს“, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის“ ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის „ნაცზე“ უარესი „ნაცი“ ანუ „ნაცის ნაცი“ და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება