ცესკო-ში USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის ბიუროს (DRG) ადმინისტრატორის თანაშემწე შენონ გრინი ხელმძღვანელობდა, დღეს ცესკო-ში გაიმართა. მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალი არჩევნებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ემზადება. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ინფორმაცია ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ, ასევე ისაუბრა ისეთ საკითხებზე, რომელიც ამომრჩეველთა განათლებას, დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას, ინსტიტუციის გაძლიერებას და სხვა მნიშველოვან თემებს შეეხებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ აშშ ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუციის მხარდამჭერად. ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მჭიდრო თანმაშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც USAID-თან, აშშ-თან გვაქვს, გაგრძელდება და მხარდაჭერილი იქნება. ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებაზე, საჭიროებებზე, გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. შევთანხმდით, ამ პროცესში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. დღევანდელი შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად გაგრძელებაა ცესკო-ს დელეგაციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული წარმატებული ვიზიტისა და შეხვედრების. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლებას და მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორების დროულ და პერმანენტულ ინფორმირებას“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო