ბექა დავითულიანი - „მუსტანგის“ არ იყოს, მის პატრონსაც აუდუღდა ტვინში რაღაც - 6%-ით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ, „ლელოს“ უნდა ჰკითხოთ

„ლელო“ ცდილობს გახდეს რომის პაპზე უფრო კათოლიკე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვითომ აკადემიური და მშვიდი ხდება, „ლელო“ კი რაღაც დანევროზებული პოლიტიკური ჯგუფი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია კი არ აქვს, არამედ ყოფნის უტიფრობა, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს ასეთი ამბიცია აქვს.

„ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ეს ძალიან კარგად იცის მისმა ყველა ლიდერმა, ყველა კვლევამ, რომელიც ტარდება, უბრალოდ „მუსტანგის“ არ იყოს, მის პატრონსაც აუდუღდა ტვინში, როგორც ჩანს, რაღაცა. „ლელოს“ აქვს საოცარი მათემატიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვაჩვენეს, რომ „ლელოს“ აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი მათემატიკისგან პოეზიის გაკეთების. 6%-ით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ, მათ უნდა ჰკითხოთ,“ - განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს