ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები „ჰამასს“ აძლიერებს

ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები „ჰამასს“ აძლიერებს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ისრაელი ომის საერთაშორისო კანონებს მკაცრად იცავს, რაც ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს“, - წერს ისრაელ კაცი X-ზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ღაზაში უამრავი ადამიანის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო საზოგადოება ისრაელისთვის იარაღის ნაკლები რაოდენობით მიწოდებაზე უნდა დაფიქრდეს.

„პირიქით, უსაფრთხო გადაადგილებას ხელს „ჰამასი“ უშლის. ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ ჩვენი ვალდებულება უფრო დიდია, ვიდრე „ჰამასის“. ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები „ჰამასს“ მხოლოდ აძლიერებს. დარწმუნებული იყავით, რომ ისრაელს „ჰამასის“ განადგურება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე