სერგეი ლავროვი - რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს - პალესტინას, ისრაელს და მთელ ახლო აღმოსავლეთს კატასტროფისკენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს, განსაკუთრებით ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმის ფონზე.

„ისრაელის ხელმძღვანელობის უკომპრომისო დამოკიდებულების გათვალისწინებით, გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ახლა კი მისი რაფაჰში გავრცელებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სექტორში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას”, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი ამ კატასტროფული სიტუაციიდან. კატასტროფისკენ პალესტინასაც, ისრაელსაც და მთელ ახლო აღმოსავლეთსაც სწორედ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე