საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება ევროკავშირთან, რადგან ქვეყანაში უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ღირსეული შემოსავალი, სამუშაო გარემო ჰქონდეს და ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აღნიშნული ინტერესების მიღწევას არ ემსახურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში.
„საქართველოს მტკიცე და მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, ქვეყანაში დასავლური ინვესტიციები ჩაიდოს. ეს ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას, ეკონომიკა ამუშავდეს, ღირსეული სამუშაო ადგილები, ღირსეული სამუშაო გარემო შეიქმნას, რათა ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთი საჭიროებები დაიკმაყოფილონ.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აღნიშნული ინტერესების მიღწევას არ ემსახურება, მათი მთავარი ამოცანაა პირადი გამდიდრდება და ის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში, რათა უფრო მეტი მოპარონ საზოგადოებას. შესაბამისად, მათ ინტერესში არ შედის არც ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორიც არის მიუნხენის კონფერენცია. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს 2024 წლის არჩევნებზე და ახალმა პროდასავლურმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში შევიდეს, ადამიანებმა დაძლიონ მასობრივი სიღარიბე, უმუშევრობა და სიკეთე თითოეულ ოჯახამდე მივიდეს და არა მხოლოდ ერთეულებთან“, - განაცხადა ედო ჯავახიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.