ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის, მისი ნათესავების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ხალხი გაღარიბდეს - მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება  კეთილდღეობას არ გამოიწვევს

ივანიშვილის, მისი ნათესავების, დეიდაშვილების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ქართველი ხალხი გაღარიბდეს. მამაცაშვილთან დაახლოებული პირის დანიშვნაც ამას ემსახურება, ამიტომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება არა საქართველოს მოქალაქის, არამედ ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ასეთი ადამიანების გამდიდრებისკენაა მიმართული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, „მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობას არ გამოიწვევს“.

„ივანიშვილის, მისი ნათესავების, დეიდაშვილების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ქართველი ხალხი გაღარიბდეს. მათ არ აინტერესებთ, რომ ქართველ ხალხს არ აქვს შემოსავალი, მაღალი ანაზღაურება, სამუშაო ადგილები და რომ ემიგრაციაში გარბიან. შესაბამისად, ივანიშვილის ამოცანაა მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი გამდიდრდეს, შემდეგ მამაცაშვილის ხელდასმით კონკრეტული სამსახურის უფროსი იყოს, რომელიც თითქოს, უჩა მამაცაშვილს გააკონტროლებს. კარგად გვესმის, რომ მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება არ გამოიწვევს ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობას, დამატებით სამუშაო ადგილებს, ან მაღალანაზღაურებად სამსახურს, ამიტომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიმართულია არა საქართველოს მოქალაქის, არამედ, ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ასეთი ადამიანების გამდიდრებისკენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე