საქართველოში სომხეთის საელჩოს ორგანიზებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

12 თებერვალს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით სომხეთის შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, საქართველოს თავდაცვის არმიის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, საქართველოს თავდაცვისა და სხვა სამინისტროების თანამდებობის პირები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, სამხედრო ატაშეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლები.

სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე.

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა მიულოცა არმიის დღე, ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიულ გზაზე და ხაზი გაუსვა მათ მოდერნიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ