ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად 2024 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გამართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიის სამსახურებთან ერთად, 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და რეფორმების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და მერიის ყველა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„რუსთავის მერიის გუნდმა, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად წარვადგინეთ გეგმა, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით არის შედგენილი. იცით, რომ მთელმა გუნდმა ვიმუშავეთ ბიუჯეტზე და ახლა მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის აღსრულება, რაც მოსახლეობის მოთხოვნით გავითვალისწინეთ და ავსახეთ მასში. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური სისტემის გაძლიერება, ასევე კონკრეტული მიდგომები, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თითოეული სამსახურის მუშაობას და გახდის უფრო ეფექტიანს. ჩვენ დავიწყეთ და კვლავ ვაგრძელებთ რეფორმებს, იმისთვის, რომ მოქალაქეზე ორიენტირებული და მორგებული სერვისები მიეწოდოს თითოეულ რუსთაველს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ 2024 წლის გეგმა მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა სფეროების მიხედვით თავად წარადგინეს. მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერია, 2024 წელს, 25 მილიონი ლარით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტით, ახალი სოციალური პროგრამებით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით შეხვდა.

„რუსთავის 2024 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 25 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების რეაბილიტაცია, ასევე პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ცენტრალური ქუჩების, მოედნების, სკვერებისა და პარკების სრული განახლება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვა მასშტაბური პროექტებიც, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, ერთ-ერთი ამ პროექტებიდან თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობაა, რომელიც არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ ქვემო ქართლისა და თბილისისთვისაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რუსთავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა, რაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია ქალაქ რუსთავისთვის და დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ასეთივე მასშტაბური პროექტები კიდევ გაგრძელდება”, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, რუსთავში დაიწყო ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა ხანძთელის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური ახალი შენობის მშენებლობა, ქალაქის ცენტრალურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, დასრულების ფაზაშია რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი.

,,დღეს მოვისმინეთ პრეზენტაციები, რომელიც რუსთავისთვის უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტით დაგეგმილ და გათვალისწინებულ პროექტებსა და მუნიციპალურ სერვისებს შეეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, მთავარი აქცენტები კეთდება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის - ,,ქართული ოცნების” მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგეს. ეს გახლავთ ბიუჯეტის შესრულების გამჭვირვალობა, საზოგადოებასთან ინტენსიური და აქტიური კომუნიკაცია, ასევე ნებისმიერი სახელმწიფო სერვისის ცენტრალური იქნება ეს თუ მუნიციპალური, ისე მიწოდება, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის და დონის გაუმჯობესება. ამასთან, ჩვენ ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს დაპირება, რომ სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა დაიწყება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, 2024 წელს რუსთავში 54%-ითაა გაზრდილი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი და ამ მიმართულებით პირველი ეტაპის სამუშაოები, თებერვლის ბოლომდე დაიწყება. გრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაზე, 81 სოციალურ სერვისს ახალი პროგრამები დაემატა. სატრანსპორტო სფეროს რეფორმის ფარგლებში მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს 20 ახალი ავტობუსი შეემატა, რომელიც უკვე მოძრაობს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, გაზრდილია ქალაქის მოვლა-პატრონობაზე გათვალისწინებული ბიუჯეტიც. პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდული პროგრამებისა და განათლების ხელშეწყობა. იგეგმება თანამედროვე საბავშვო მედიათეკის და რუსთავის ტექნოლოგიური აკადემიის მოწყობა, სიახლეებია დაგეგმილი კულტურისა და სპორტის განვითარების სფეროშიც.

მათივე ცნობით, 2024 წელს რუსთავის მერიისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება გარემოს დაცვისა და ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების საკითხი. წელსვე დაიწყება რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 121 983 700 ლარია.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში