სენატში „რესპუბლიკელების” ლიდერი უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე -  ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია

ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია, - ამის შესახებ აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელების” ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

“ისტორია ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. და დღეს, ამერიკული ლიდერობისა და ძალის ღირებულებებით, ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია”, - განაცხადა სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა.

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის განკუთვნილი 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დახმარების პაკეტზე კენჭისყრა სამშაბათს დილით გაიმართა, მას 70-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 29 წინააღმდეგ წავიდა. დახმარების პაკეტის მხარდაჭერებს შორის 22 „რესპუბლიკელი“ სენატორია, მათ შორის სენატის ‘რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკოელი.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს 60 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის, 14.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას ისრაელისთვის, ასევე 9.2 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და უკრაინაში, 4.8 მილიარდი დოლარის დახმარებას პარტნიორებისთვის ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, დამტკიცების შემდეგ პაკეტი ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა პალატაშიც, უნდა დამტკიცდეს. ამ მომენტისთვის უცნობია წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი, მაიკ ჯონსონი თუ გამართავს აღნიშნულ პაკეტის დამტკიცებაზე კენჭისყრას.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში