დონალდ ტრამპი - აშშ უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ეხმარება, ვიდრე ნატო - ნატო უნდა გათანაბრდეს

ნატო უკრაინას აშშ-ზე ნაკლებად ეხმარება, ნატო-ს ქვეყნები აშშ-სთან უნდა გათანაბრდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

“უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ვეხმარებით, ვიდრე ნატო. არავინ გვყავს [ხელისუფლებაში], ვისაც პატივს სცემენ და დაჟინებით იმას მოითხოვენ, რომ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. არასწორია, ნატო უნდა გათანაბრდეს და ახლავე. და ამას გააკეთებენ, თუ სწორად ვთხოვთ”, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან ნატო “ძლიერი გახადა” და ალიანსის წევრებს მეტის გადახდას აიძულებდა, რათა თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ის მიზნობრივ მაჩვენებლებამდე მიეღწიათ.

“როდესაც 20 ქვეყანას ვუთხარი, რომლებიც თავის სამართლიან წვლილს არ იხდიდნენ, რომ უნდა გადაიხადონ, ვუთხარი, რომ ამის გარეშე აშშ-ის სამხედრო დაცვა არ გექნებათ, ფული წამოვიდა. ამდენი წლის შემდეგ, როდესაც აშშ ანგარიშებს იხდიდა, ეს მშვენიერი სანახაობა იყო. მაგრამ ახლა, როდესაც არ შემიძლია თქმა: “უნდა გადაიხადოთ”, ისინი ისევ ძველს დაუბრუნდნენ”, - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე