საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები განიხილეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მონაწილეობა მიიღო სემინარში, სადაც საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა TWINNG-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, სადაც მოწვეულ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკა გუნცაძე, გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

„საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა მოკვლევა ჩაატარა, რომელიც 2026 წლამდე საქართველოში ფისკალური ინსტიტუციის/საბჭოს დაარსების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს ეხება.

აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირის საბიუჯეტო შეთანხმების ნაწილია, რომელსაც მონიტორინგს ევროკავშირი გაუწევს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და სამომავლო მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს