ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოვუწოდებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბაიდენი მიესალმა კონგრესის ზედა პალატის, სენატის მიერ დღეს 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს 60 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, და დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის.

ძალაში შესასვლელად აღნიშნული დახმარების პაკეტი კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა მიიღონ.

“მივესალმები სენატორების ორპარტიულ კოალიციას და წარმომადგენელთა პალატას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი [დახმარების პაკეტის] განხილვა.

წარმომადგენელთა პალატამ ზომები უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ გამოაგზავნოს ეს ორპარტიული კანონპროექტი ჩემთან დასამტკიცებლად”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში