მედია - რუსეთმა ძებნა 100 ქართველზე გამოაცხადა, მათ შორის არიან ალეკო ელისაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა 100 ქართველი, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებენ, - ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზაში, ძებნილი უცხოელების ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჯგუფს უკრაინის მხარეს მებრძოლი „დაქირავებული სამხედროები“ წარმოადგენს. „მედიაზონამ“ საძიებო მონაცემთა ბაზაში 36 ქვეყნიდან 396 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც იძებნიან როგორც „დაქირავებული“ მებრძოლები. აქედან ყველაზე დიდ ჯგუფს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. „მედიაზონა“ წერს, რომ ისინი, სავარაუდოდ, „ქართულ ლეგიონთან“ არიან დაკავშირებული.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ძებნილ მოქალაქეებს შორის არიან : პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა, ბლოგერი დომენიკ მანგო, იურისტი ბექა ბასილაია, პოლიტიკოსი კობა ხაბაზი და სხვა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ძებნილთა სიაში პირველ ადგილს საქართველოს მოქალაქეები იკავებენ, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, 90 ადამიანით, მესამეზე კი ბელარუსი - 61 მოქალაქით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება