ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე -  როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება და გამოვაცოცხლოთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, - ამის შესახებ გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო ახორციელებს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელზედაც ლიდერები ვილნიუსში შეთანხმდნენ, რათა დააჩქაროს ერთობლივი შესყიდვები, გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები და თავსებადობა.

მირჩა ჯოანამ განმარტა, რომ გასული წლის ივლისიდან ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, მათ შორის Patriot-ის რაკეტებსა და 155 მილიმეტრიან საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით.

„მოკავშირეებს ძალების ერთიანი ნაკრები ჰყავთ. ასე რომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი მიდგომა თავდაცვის ინდუსტრიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს ნატო-ს კომპეტენციებს, მაგალითად, სტანდარტების დაწესების სფეროში და არ ქმნის ბარიერებს მოკავშირეებს შორის“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე