მეპატრონეებმა შინაური ცხოველის რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ - ამ ვადამდე, სამზე მეტი შინაური ცხოველის რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა მათი რეგისტრაცია - იდენტიფიკაცია, რა ვალდებულებაც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტით შემოდის, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ.

იგივე დრო და ვალდებულება ეძლევათ ძაღლებისა და კატების მიმკედლებელ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ იმ მეპატრონეების მიმართ, რომელთაც სწორედ 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი ეყოლებათ რეგისტრირებული, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე