2022 წლიდან დღემდე დედაქალაქში ვანდალიზმის 963 ფაქტი დაფიქსირდა

2022 წლიდან დღემდე, დედაქალაქში ვანდალიზმის 963 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობა.

უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში, თბილისში ვანდალიზმის 428 შემთხვევა აღირიცხა, 2022 წელს კი, ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანების 535 ფაქტი დაფიქსირდა.

ვანდალიზმის ფაქტების მნიშვნელოვანი წილი პარკებისა და სკვერების ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე მოდის.

ამასთან, როგორც კონკრეტულად ისნისა და სამგორის რაიონული გამგეობების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ვინაიდან, კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, კონტრაქტორი კომპანიები ხელშეკრულების საგარანტიო ვადის ფარგლებში, საკუთარი ხარჯებით ახდენენ აღნიშნული დეფექტების გამოსწორებას.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თითოეულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე