„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოხდება.

კალაძის თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა. ჩვენ პროექტზე რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები მის ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა. შემდეგ ამას დაემატა პანდემიის პერიოდი და აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერებული იყო. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეულის სახით მოდერნიზება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძებნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თავისუფლად იყოს გადაადგილება ამ კონკრეტულ არეალში შესაძლებელი. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს მთავრობაზე გამოვიტანთ საკითხს ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ და საკრებულოს გადავუგზავნით. გვინდა ადგილმონაცვლეობა. ჩვენ დედაქალაქში სხვადასხვა ადგილებში გამოყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. მონაცვლეობის შემდეგ დავიწყებთ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს და პროექტის განხორციელებას. ტრანსპორტისა ადა ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროექტი მზად იქნება, თბილისის მოსახლეობას გავაცნობთ“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე