კახა კალაძე - ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა - ზაარბრიუკენის მოედანზე განხორციელებული პროექტი მართლაც შთამბეჭდავია

ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა - ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატებები ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველას გვერდში დაუდგება, ვინც თბილისისთვის მნიშვნელოვან და სასიკეთოს საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს.

„მინდა გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით გადადგმულ ქანდაკებას, თავს უფლებას ვაძლევ მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ამას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმები. დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი იციან.

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ის უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავისი მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, შემდგარი გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაცია განათავსოს და მიზანშეწონილი გახადოს. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. მეც ძალიან ბევრი ვისაუბრე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა რაიონებში, კონკრეტულ ადგილებზე გამოყოფილი იქნება სივრცეები, სადაც დროებით განთავსდება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერია მომავალშიც გეგმავს კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას.

„ჩემთვის, პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატებები მინდა ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა. თუმცა, მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან დიდი დისკუსია, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს. მინდა ხაზი გავუსვა, ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთოს საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს“, - განაცხადა კალაძემ

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია