ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მათთვის მომაკვდინებელია, ამიტომ მუდმივად იქნებიან სპეკულაციასა და საბოტაჟში ჩართული

9 ვალდებულება წლის ბოლომდე შესრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ არსებული ვალდებულებების შესრულების გარდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გახსნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაც მთლიანად მათზე დამოკიდებული არ არის.

"ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ვალდებულებები წლის ბოლომდე შესრულდება. მოლაპარაკებების გახსნასთან სამი საკითხია დაკავშირებული. ერთი ეს არის ვალდებულებების შესრულება და ისინი შესრულდება, ეჭვი არავის შეეპაროს, მეორე ეს არის არჩევნები, მისი ნორმალურად და კარგად ჩატარება იქნება ერთ- ერთი ინდიკატორი და მესამე არის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რამაც მოლაპარაკების გახსნას ხელი უნდა შეუწყოს. ეს მესამე ხელშემწყობი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და მთლიანად საქართველოზე დამოკიდებული არ არის, პირველ ორ ფაქტორს საქართველო შეასრულებს. საუბარია მთელი რიგი საკითხების იმპლემენტაციაზე, ეს არის პროცესი, რომლის ცხოვრებაში გატარებას დრო და შესაძლოა, კორექტივები სჭირდებოდეს, ამიტომ ახლა, შუა გზაზე 1- ელ მარტს ვიტყვით, 15 ივლისს თუ 12 სექტემბერს, ასეთი არც დათქმა და არც მოთხოვნა ევროკომისიასთან ერთად შედგენილ სამოქმედო გეგმაში არ წერია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა ოპოზიცია სპეკულაციასა და საბოტაჟში დაადანაშაულა.

"რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის მომაკვდინებელლი რამ არის. ამიტომ მუდმივად იქნებიან სპეკულაციაში, საბოტაჟში ჩართული და ეცდებიან პროცესი ან დააზიანონ ან ჩრდილი მიაყენონ. ლელოს დემონსტრაციული ობსტრუქციაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთი გამოხატულებაა. ეს არის სრული ობსტრუქცია, პოპულიზმი და გათვლილი იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმე სურათი დახატონ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო