უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 თებერვალს, დილით, შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებთან ერთად ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსული სადესანტო ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე