ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან, მაიკლ რჟეპჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დეპარტამენტის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კიბერდანაშაული და სხვა მძიმე ტრანსნაციონალური დანაშაულები.

შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც ოპერატიული აქტივობების განხორციელების, ისე ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას