ირანში ბუნებრივი აირის მილსადენზე აფეთქებები მოხდა

ირანში ბუნებრივი აირის მილსადენზე აფეთქებები მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის ბუნებრივი აირის ქსელის კონტროლის ცენტრის მენეჯერმა, საიდ აღლიმ, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მილსადენის რამდენიმე უბანზე აფეთქებები დივერსიული და ტერორისტული ქმედებების შედეგია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 1,270 კმ. სიგრძის მილსადენი ასალუიედან იღებს სათავეს და ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციის გავლით კასპიის ზღვის ქალაქებამდე აღწევს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს