ილია დარჩიაშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს - ჩვენი მთავრობის ინტერესია 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული

ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ, 9 პუნქტის შესაბამისად აღებული ვალდებულების მიხედვით, უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში, კერძოდ ოდირში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

„საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში მათ განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს, ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე