ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა ოთარ გრიგოლიამ და ლევან ჟორჟოლიანმა მიიღეს

სტრასბურგში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ წარდგენილი დელეგაციის წევრებმა - ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატებმა მე-5 ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, ხორვატია, ანდორა, იტალია, მონტენეგრო, მალტა, უნგრეთი, ისლანდია, თურქეთი და მოლდოვა.

„მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე ივლისის თვეში თბილისში დაგეგმილი მონიტორინგის კომიტეტის შემდგომი სხდომის თემატიკა და თანმდევი ღონისძიებების დეტალები განიხილეს.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს - თამარ ტალიაშვილსაც - შეხვდნენ, შეხვედრაზე მხარეებმა ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში