იენს სტოლტენბერგი - წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ნატო-ს 18 მოკავშირე დახარჯავს

წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ნატო-ს 18 მოკავშირე დახარჯავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით ალიანსის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.

„ნატო-მ ალიანსზე თავდასხმის აღკვეთა 75 წლის განმავლობაში შეძლო. ნატო-ს იდეა და აქცენტი ომის თავიდან აცილებაა. ნებისმიერი წინადადება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ჩვენს უსაფრთხოებას ძირს უთხრის“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ალიანსი მოკავშირეებს დაიცავს.

„ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენი შეკავების სისტემის შელახვა საჭირო არ არის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად მზად ვართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან ნატო-ს ის მოკავშირეები არ დაიცვას, რომლებიც საკუთარ თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ და მეტიც, შესაძლოა, რუსეთი წაახალისოს. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე