„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Brunch by Gastronome-ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Brunch by Gastronome-ის ახალი, მეხუთე ობიექტი, „გალერია თბილისში“ გახსნა.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Brunch by Gastronome „გასტრონომ ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ ჯანსაღ, Takeaway მენიუს სთავაზობს.

„გასტრონომ ჯგუფი” მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება და გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ის პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელს, რესტორნებს, კონცეპტუალურ შოურუმსა და Brunch by Gastronome-ს აერთიანებს.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Brunch by Gastronome - ის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნა. „გასტრონომ ჯგუფის” თითოეული ობიექტი ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით გამოირჩევა. წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის: პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელი - Gastronome, კონცეპტუალური შოურუმი - Kitchen and Living, პრემიუმ ხარისხის რესტორანი - Argentinian Steakhouse, იტალიური რესტორანი Bistro by Gastronome და Brunch by Gastronome - ის რამდენიმე ფილიალი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას არ გულისხმობს და ის სხვადასხვა აქციების ორგანიზებას და მომხმარებლებისთვის შეთავაზებასაც მოიცავს. სამომავლოდ Brunch by Gastronome-ის რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ და ჩვენს მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - განაცხადა „გასტრონომის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეთიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე