კომპანია "გეა"-ს განცხადება

კომპანია „გეა”-ს სურს, გამოეხმაუროს 10 თებერვალს რუსთავი 2-ის გადაცემა „კურიერი P.S.”-ში კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებული მოკვლევის თაობაზე გასულ სიუჟეტს. სხვა კომპანიებთან ერთად, საკითხი ეხება კომპანია „გეა“-ს მიერ იმპორტირებულ მედიკამენტს - ბისეპტოლს.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სიუჟეტში კომპანია „გეა“ მიკერძოებულად და არსებითად ნეგატიურ ჭრილში იქნა წარმოჩენილი, განხილული საკითხი არ იყო სათანადოდ გამოკვლეული, ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი, ცალმხრივი და დაუბალანსებელი.

კომპანია„გეა“ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მის მიერ იმპორტირებულ მედიკამენტზე (ბისეპტოლზე) ხდება არაკეთილსინდისიერი ფასწარმოქმნა. ამასთან, სამინისტროს მიერ რეფერენტული ფასი შესაბამის მედიკამენტზე არ არის საბოლოოდ დადგენილი და რუსთავი 2-მა მაყურებელი შეიყვანა შეცდომაში.

აქვე გვსურს განვაცხადოთ, რომ კომპანია „გეა“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშომლოს კონკურენციის სააგენტოსთან და მიაწოდოს მოკვლევის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან, კომპანია იმედოვნებს, რომ მოკვლევა განხორციელდება მიუკერძოებლად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით და შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცემა ბრალდებას კომპანიის მიერ იმპორტირებული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით.(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს