ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თავდაცვის მინისტრმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

ინდონეზიაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ ხმების 59,77% დააგროვა.

არჩევნებში გამარჯვებისთვის, სუბიანტოს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი და ქვეყნის 38 პროვინციის ნახევარზე მეტიდან ხმების მინიმუმ მეხუთედი სჭირდება.

შეგახსენებთ, ინდონეზიაში დღეს საყოველთაო არჩევნები გაიმართა. სუბიანტოს, რომელიც 1990-იან წლებში ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის, სუჰარტოს მთავარ ლეიტენანტად ითვლებოდა, კონკურენტები ყოფილი გუბერნატორები განჯარ პრანოვო და ანის ბასვედანი იყვნენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა