15 თებერვალს, 09.30 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფში“, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰი გახსნიან.
ბიზნესფორუმს დაესწრება 300-ამდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნესდელეგაცია.
15 თებერვალს, 11:00 საათზე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის ოფისში გამართავს ბრიფინგს.
თემა: როგორ შევასრულოთ ევროკავშირის 9 პუნქტი, როგორ დავიბრუნოთ ლიდერობა ასოცირების ტრიოში და როგორ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
მის: ბელიაშვილის 68.
15 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში" ზეპირი მოსმენა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
15 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლილე ლიპარტელიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „კალაძის წინააღმდეგ მოგებული სასამართლო“.
საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644
15 თებერვალს, 11:00 საათზე, საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტებისა და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართება.
მის: კოტე მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე.
15 თებერვალს, 11:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცესკოს დაკომპლექტების წესზე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ.#61
15 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტში, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).
15 თებერვალს, 13:30 საათზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მარნეულს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან.
ელჩი ასევე ეწვევა სოფელ სამშვილდეში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოციალურ საწარმოს „ორბის ბუდე".
15 თებერვალს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.
15 თებერვალს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს წარუდგენს. შეხვედრაზე ასევე განიხილება მიმდინარე საარჩევნო საკითხები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია და სამომავლო გეგმები.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი".
საკონტაქტო: თათა ძნელაძე - 551 22 66 00.
15 თებერვალს, 14:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
15 თებერვალს, 15:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
15 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ქვეყნის საქმიანობის კომპლექსურ ანგარიშს, საქართველოს მმართველობის ინდექსს წარადგენს.
ინდექსი მიმოიხილავს საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს მმართველობის ოთხ სფეროში: დემოკრატიული მმართველობა, ეფექტიანი მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა და საგარეო მმართველობა.
15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 25-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო ღონისძიება და მეგობრების კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ლადო გუდიაშვილის #3, სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისი“
საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300