ნიკოლოზ სამხარაძე ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს და მის მრჩევლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

„ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განიხილა, მათ შორის ბოლო დროს, სოხუმში მიმდინარე მოვლენები და დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება არ დაეშვათ ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში.

შეხვედრის დასასრულს, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო პროცესის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე