„რამშტაინის“ ფორმატის მე-19 შეხვედრა მიმდინარეობს

„რამშტაინის“ ფორმატის მე-19 შეხვედრა გაიხსნა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის” ფორმატის) პირველი შეხვედრაა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალების ახალი მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ესწრება. შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

“მთავარსარდალ სირსკისთან და სამხედრო დაზვერვის მეთაურ ბუდანოვთან ერთად ველით, რომ პროდუქტიული შეხვედრა გვექნება.

ფოკუსირებას მოვახდენთ თავდაცვით წარმოებაზე, დრონებზე, და ტექნოლოგიებზე, ისევე როგორც გრძელვადიანი გამოწვევებისთვის მომზადებაზე და გადაუდებელი საჭიროებების გადაჭრაზე”,-წერს უმეროვი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა