ლოიდ ოსტინი - უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში მე-19 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

“ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებით პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, მაგრამ ძალიან შეცდა. უკრაინამ გაუძლო ამ შემოჭრას წარმოუდგენელი სიმამაცითა და ფენომენალური უნარით”, - განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას ელის. ოსტინის თქმით, ამის ფონზე აშშ-ისა და კოალიციის სხვა წევრების მხარდაჭერა ურყევი რჩება, ვინაიდან ეს სწორია და თავად აშშ-ის უსაფრთხოების საბაზისო ინტერესებში შედის.

“ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე, - ვიცი, რომ თქვენ ასევე ხართ - ეს საკონტაქტო ჯგუფი სიმტკიცითაა სავსე და ურყევია. აშშ უკრაინასთან ერთად დარჩება, და უკრაინას დაუჭერს მხარს პუტინისტური იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში…

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით”, - განაცხადა ოსტინმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს