დავით ბერძენიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის ციხიდან ვერ გამოდის, ეს იქნება ფუჭი გასროლა - ელექტორალურად წააგებს

ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა - ელექტორალურად წააგებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ მოსთხოვს სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ შეწყალებას მხარდაჭერის სანაცვლოდ.

სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილი რომც შეიწყალოს, სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოდის. დატოვებული აქვს ხელისუფლებას საქმეები. რომც შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა. მე დიდი ხანია ვგულშემატკივრობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მისი ქვეყნიდან გაშვებას კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ.

პარალელურად, ნახევარი მილიონია ის ადამიანი ოპოზიციაში, არანაკლები, რომელთაც რბილად რომ ვთქვა, მიშა გულზე არ ეხატება. ამ ნახევარი მილიონიდან, არ ვიცი, რამდენი ასეული ათასია, ვინც დასანახად ვერ იტანს.

ელექტორალურად წააგებს იმით, რომ თან შეიწყალოს, თან გარეთ არ გამოვიდეს, თან შენი ამომრჩეველი გაიღიზიანო.

მე სურათს უფრო ასე დავინახავდი - თუ ოპოზიცია იგებს და ახალი სახელისუფლებო კოალიცია იქმნება, ბუნებრივია, ამას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მან პოლიტიკურ სპექტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური ძალა, „ლელო“, გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის 4 სუბიექტი, სადაც სხვები უნდა გადანაწილდნენ.

„თუ არ გადანაწილდებიან, ვინც არ გადანაწილდება და 1%-სთვის იქნება მებრძოლი, ისინი საკუთარ თავს დააზარალებენ არაადეკვატურობით“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის