ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გასათავისუფლებლად ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებებია საჭირო

მძევლების გასათავისუფლებლად ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებებია საჭირო, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნეთანიაჰუმ კვლავ გააჟღერა საკუთარი აზრი, რომ „ჰამასი“ დაზავების შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟს ახდენს თავისი „გიჟური მოთხოვნებით“.

„ამ კვირას ორი მძევალი გავათავისუფლეთ ფრთხილ სამხედრო ოპერაციაში. ამ მომენტისთვის 112 მძევალი გავათავისუფლეთ ძლიერი სამხედრო ზეწოლისა და მყარი მოლაპარაკებების კომბინაციით. ეს ასევე არის მეტი მძევლის გათავისუფლების გასაღები - ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებები…

დაჟინებით მოვითხოვ „ჰამასმა“ უარი თქვას თავის გიჟურ მოთხოვნებზე და როდესაც ამ მოთხოვნებს დაანებებენ თავს, წინსვლა შეგვეძლება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, აქამდე ნეთანიაჰუმ უარი განაცხადა ისრაელის დელეგაციის გაგზავნაზე ხუთშაბათს, კაიროში დაგეგმილ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება