რუსეთის კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობბაზა იწვის

რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

"კურსკის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე", - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს