ვლადიმერ პუტინი - ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები უკრაინაში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს შეწყვიტოს ომი უკრაინაში და რომ პირველ ეტაპზე მას ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით სურდა.

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური“ სამხედრო ოპერაციის მიზეზი გახდა უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.

„მე არ მითქვამს, რომ უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება რუსეთზე ნატოს თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება. საუბარი ეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივ გაფართოებას, რომელში გაწევრიანებასაც კიევი გეგმავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებდა და გვაწუხებს უკრაინის ნატო-ში შეთრევის შესაძლებლობით, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე