ირაკლი ჩიქოვანი - „ლელოს“ არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული - ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი

მგონია, რომ ["ლელოს"] ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ­ამომრჩევლისთვის, არამედ, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არის სტაბილურობის ფაქტორი. ეს არის ობიექტური რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ადამიანს იმდენი აქვს ნაღვაწი საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ და მეორეს მხრივ, ისეთ დროს და ისეთ ვითარებაში აქვს გამოჩენილი სიმტკიცე, რომელმაც გაიტანა ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას ფლობს, რომ საზოგადოებაში ეს ნამდვილად განაპირობებს სიმშვიდეს. როდესაც შენ უპირისპირდები და სამიზნედ ხდი ასეთ ადამიანს და პოლიტიკური ძალის შემქმნელს, რომელმაც შექმნა „ქართული ოცნება“ და დღეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ეს მათ მხოლოდ ვნებს. ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. კიდევ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ საკუთარი სახე, რომელიც რაც არ უნდა შენიღბული იყოს, რაც არ უნდა დასავლური ჩანდეს, თუნდაც თავისი ატრიბუტიკით, საქართველოს ირგვლივ ამერიკული მანქანების ტურებით, რომელიც ასევე ფიასკოთი სრულდება, მიუხედავად ამისა კარგად ჩანს, რომ აქ არაფერ ევროპულობაზე საუბარი არ არის. აქ არსად არის საუბარი კანონის უზენაესობაზე, ადამიანების და ჩვენი საზოგადოების ღირსების პატივისცემაზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება